logo_geo
eng_logo
ლაშა დარსალია: მოვისმინეთ ხისტი პოზიციები, შეიძლება ითქვას, ფარული მუქარაც კი, 6-პუნქტიან შეთანხმებაზე რუსეთის მხრიდან არ ჩანს სურვილი, რომ წინ წავიწიოთ
- +

7 დეკემბერი. 2021. 22:49

 

ლაშა დარსალიამ ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის პირველი დღე შეაფასა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თქმით, რუსეთის მხრიდან 6-პუნქტიანი შეთანხმების შესრულების მხრივ მოტივაცია არ არსებობს.

 

„პირველი დღე საკმაოდ რთული პროცესი იყო. განსაკუთრებით უსაფრთხოების ჯგუფში საკმაოდ ხისტი პოზიციები მოვისმინეთ და შეიძლება ისიც ითქვას, რომ გარკვეულწილად ფარული მუქარაც კი. ეს იმას ნიშნავს რომ მოლაპარაკების 55 რაუნდის მეორე დღეც საკმაოდ რთული იქნება. სამწუხაროდ, გვაქვს რეალობა, როდესაც 6-პუნქტიან შეთანხმებასთან მიმართებაში რუსეთის მხრიდან წინ წასვლის არანაირი სურვილი და მოტივაცია არ არსებობს. მეტიც, ხისტი ზეწოლის განხორციელების მცდელობაც არის, რომ ეს საკითხები საერთოდ მეორე პლანზე გადავიდეს.

 

მათი მცდელობაა არა ჟენევის თემები შემოიტანონ დისკუსიებზე გაეროში, რასაც ქართული მხარე, რა თქმა უნდა, ეწინააღმდეგება. ჩვენთვის მთავარია 6-პუნქტიანი შეთანხმების შესრულება. მინდა ხაზი გავუსვა თუ რატომ არის 6-პუნქტიანი ხელშეკრულების შესრულება ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი. ეს არის რეალურად სტატუს-კვოზე დაბრუნება,რომელიც უნდა იყოს წინაპირობა სრულმასშტაბიანი კონფლიქტის მოსაგვარებლად. სხვანაირად ჩვენ შევდივართ ჩიხში და ეს კონფლიქტი გრძელდება“, - განაცხადა დარსალიამ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner