თბილისის მთავრობის შემადგენლობა დამტკიცებულია. საკრებულომ თბილისის მთავრობის წევრობის 25 კანდიდატს დაუჭირა მხარი, მათ შორის - 10 გამგებელს, კახა კალაძის 4 მოადგილეს, მერიის ადმინისტრაციის უფროსსა და მერიის საქალაქო სამსახურების 10 უფროსს.
მერის პირველი მოადგილე - ირაკლი ხმალაძე;
მერის მოადგილეები - ანდრია ბასილაია, ირაკლი ბენდელიანი, ილია ელოშვილი.
მერიის ადმინისტრაციის უფროსი - ვლადიმერ ჭიღლაძე;
მერიის საქალაქო სამსახურების ხელმღვანელები:
გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი - გიგა გიგაშვილი;
ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი - ვახტანგ ლომჯარია;
მუნიციპალური ინსპექციის უფროსი - კახაბერ გულედანი;
ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი - გიორგი აბუთიძე;
იურიდიული საქალაქო სამსახურის უფროსი - სერგო ბირკაძე;
კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი - ირაკლი გვილავა;
საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსი - გაიოზ თალაკვაძე;
მუნიციპალური შესყიდვების საქალაქო სამსახურის უფროსი - გიორგი პაპავა;
ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსი - გელა ჩივიაშვილი;
უსაფრთხოების საქალაქო სამსახურის უფროსი - ნიკოლოზ ჭონქაძე.
რაიონების გამგებლები:
საბურთალო - გაიოზ ვასაძე;
მთაწმინდა - დავით კირკიტაძე;
ჩუღურეთი - დავით უთმელიძე;
დიდუბე - ვლადიმერ ძნელაძე;
კრწანისი - ბექა მიქაუტაძე;
ვაკე - დავით კვინიკაძე;
ისანი - ნიკოლოზ ელისაშვილი;
გლდანი - ლევან ნაროუშვილი;
სამგორი - კახა სამხარაძე;
ნაძალადევი - ირაკლი ანდღულაძე.