logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: „ნაცმოძრაობა“ ჩვენ ვერ გვაჯობებს
- +

8 დეკემბერი. 2021. 03:00

 

„სინამდვილეში, „ნაცმოძრაობა“ ფიქრობს, რომ დაბალი ბარიერის მთავარი ბენეფიციარი თვითონ არის. არა იმიტომ, რომ მას 5%-იანი ბარიერის გადალახვა უჭირს, არამედ იმიტომ, რომ ერთადერთი შანსი, როდესაც „ნაცმოძრაობას“ ხელისუფლებაში მობრუნების საშუალება ეძლევა, არის სწორედ დაბალი ბარიერის პირობებში“, - განაცხადა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ სტუმრობისას.

 

„რატომ? – იმიტომ, რომ მას არასდროს არ შეეძლება, ხელისულებაში მობრუნდეს. გამორიცხულია, ხომ, რომ „ნაცმოძრაობამ“ ჩვენ არჩევნები მოგვიგოს?! ჩვენ მეტი შედეგი გვექნება, 2024-შიც და 2028-შიც. „ნაცმოძრაობა“ ჩვენ ვერ გვაჯობებს. როგორც ბოლო არჩევნებზე იყო, ახლა 47% ავიღეთ, „ნაცმოძრაობამ“ კი 31% აიღო. ანუ, ვერც გვიახლოვდება და ვერც დაგვიახლოვდება. ეს მათ იციან და შესაბამისად, ერთადერთი თეორიული შანსი, რომ ისინი ხელისუფლებაში მობრუნდნენ, არის შემდეგი – დაბალი იყოს ბარიერი, „ნაცმოძრაობასთან“ ერთად ეს დაბალი ბარიერი გადალახონ მისმა პოტენციურმა სატელიტებმა, როგორიც არის „ლელო“, „საქართველოსთვის“, „ევროპული საქართველო“ და ასე შემდეგ, მერე კი, მათთან ერთად შექმნას კოალიციური ხელისუფლება“, – აღნიშნა კობახიძემ.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner