logo_geo
eng_logo
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, კუკის კუნძულებზე „კოვიდ-19“-ის არცერთი შემთხვევა არ დადასტურებულა
- +

8 დეკემბერი. 2021. 11:07

 

 

კუკის კუნძულები კვლავ რჩება  კოვიდისგან თავისუფალ ზონად  და 2022 წლის სეზონისთვის  ყველაზე სასურველი დასასვენებელი ადგილი იქნება.

 

რამდენიმე დღის წინ კუკის კუნძულების ხელისუფლება თითქმის დარწმუნებული იყო, რომ, პანდემიის დაწყებიდან პირველად, კუნძულებზე „კოვიდ-19“ დადასტურდა, თუმცა ინფორმაცია მცდარი აღმოჩნდა.

 

„დღევანდელი უარყოფითი ტესტი  იმას ნიშნავს, რომ 10 წლის პაციენტის სატესტე ნიმუშებში „კოვიდ-19“-ის კვალი არ აღმოჩნდა, რაც ნამდვილად კარგი ამბავია“, - აღნიშნა ჯანდაცვის მდვანმა ბობ უილიამსმა.

 

განცხადებამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ კუნძულზე ჩასულ 10 წლის მოზარდს, რომელმაც ოკლენდიდან როტონდაში იმოგზაურა, „კოვიდ-19“ ჰქონდა, თუმცა ტესტირებით აღნიშნული დიაგნოზი გამოირიცხა.

შესაბამისად, კუკის კუნძულები კვლავ ინარჩუნებს კოვიდისგან თავისუფალი ადგილმდებარეობის  სტატუსს. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, კუნძულებზე „კოვიდ-19“-ის არცერთი შემთხვევა არ დადასტურებულა.

 

https://www.euronews.com/travel/2021/12/07/

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner