logo_geo
eng_logo
გურიის პოლიციამ ოზურგეთში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი გახსნა - დაკავებულია 1 პირი
- +

8 დეკემბერი. 2021. 12:10

 

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ოზურგეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებების შედეგად, 1968 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.ლ. ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს.

 

დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

გამოძიებამ დაადგინა, რომ გ.ლ. ქალაქ ოზურგეთში, კოსტავას ქუჩაზე მდებარე კომპანია „ლუკოილის“ ავტოგასამართ სადგურში ყაჩაღურად თავს დაესხა ოპერატორს, რომელსაც იარაღის მუქარით გასტაცა ფული - 550 ლარის ოდენობით და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

 

პოლიციამ, ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე დღეში დააკავა.

 

ყაჩაღობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner