logo_geo
eng_logo
ლევან ნიკოლეიშვილი: „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ ბიძინა ივანიშვილის ფულს ითვლის, ადამიანის, რომელიც პოლიტიკაში აღარაა, მისი ქველმოქმედება კი მართლაც აურაცხელია
- +

8 დეკემბერი. 2021. 13:48

 

 

„როცა სვამ კითხვას - რამდენად კანონიერი იყო სააკაშვილის მიერ ბიუჯეტის ფულით მისი შვილის სწავლის დაფინანსება - დუმილი და დამალვა, შეიცავდა თუ არა ეს კორუფციის ნიშნებს - ისევ დუმილი და დამალვა!“ - ასე ეხმიანება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს.

 

არასამთავრობო ორგანიზაციების ფლაგმანი „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ისევ ბიძინა ივანიშვილის ფულს ითვლის, ადამიანის, რომელიც პოლიტიკაში აღარაა, თუმცა ქველმოქმედება, რაც მის მიერ არის განხორციელებული, მართლაც აურაცხელია, ასევე არ შეიძლება იმის დავიწყება, თუ რა დამსახურება აქვს ქართულ პოლიტიკაში, როდესაც პირველად სწორედ მისი მეშვეობით მოხდა ხელისუფლების მშვიდობიანი, არჩევნების გზით შეცვლა. სამაგიეროდ, როცა სვამ კითხვას - რამდენად კანონიერი იყო სააკაშვილის მიერ ბიუჯეტის ფულით მისი შვილის სწავლის დაფინანსება - დუმილი და დამალვა, შეიცავდა თუ არა ეს კორუფციის ნიშნებს -ისევ დუმილი და დამალვა! პასუხი კი მარტივია, ეშინიათ არასამთავრობო ორგანიზაციებს სააკაშვილის და გვარამიას, მით უფრო, როცა იმდენჯერ და იმდენად არიან აფილირებული „ნაციონალურ მოძრაობასთან“, სხვანაირად არც შეუძლიათ. ამიტომაც არის გასარკვევიც და გამოსაძიებელი, მათი ფინანსებიც და გრანტებიც, განსაკუთრებით კი ეს მათ დონორ ორგანიზაციებს და მხარდამჭერ უცხოელებს ეხებათ! საინტერესოა, თვითონ როგორი რეაგირება ექნებოდათ გადასახადების გადამხდელების მიერ შევსებული ბიუჯეტიდან თანამდებობის პირს შვილის სწავლა რომ დაეფინანსებინა? იქაური არასამთავრობო ორგანიზაციები რას იზამდნენ?“ - წერს ლევან ნიკოლეიშვილი facebook-ზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner