logo_geo
eng_logo
ივანე ჩხაიძე: ბუსტერ-დოზის ვადის შემცირება „ომიკრონის“ საფრთხემ განაპირობა
- +

8 დეკემბერი. 2021. 15:02

 

„გრიპის სეზონი წელს ქვეყანაში იქნება ისეთივე, როგორიც იყო შარშან. დეკემბერ-იანვარი არის გრიპის შემთხვევების მატების პიკი საქართველოში. ვაქცინაცია ყველასთვის რეკომენდებულია. გრიპთან დაკავშირებით არსებობს მაღალი რისკის ჯგუფები, ამიტომ ყოველთვის მოვუწოდებთ საზოგადოებას, რომ მაღალი რისკის ჯგუფები დახვდნენ სეზონს მომზადებულები“, - ამის შესახებ იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა.

 

მან ასევე ბუსტერ-დოზის გაკეთების ვადების საკითხზე ისაუბრა.

 

„ბუსტერ-დოზების ვადების შემცირება განაპირობა სწორედ იმ ახალმა საფრთხემ, რასაც „ომიკრონი“ ჰქვია, რის შესახებაც ჯანმო კატეგორიულად გვაფრთხილებს, რომ ყველაზე კარგი შესაძლებლობა ამ ვირუსისგან თავის დაცვის, არა მხოლოდ ჩვეულებრივი ვაქცინაცია, არამედ ბუსტერ-დოზების გაკეთებაა.

 

„ფაიზერისა“ და „ასტრაზენეკას“ შემთხვევაში, მინდა ხაზი გავუსვა, რომ ეს არ ეხება მხოლოდ „ფაიზერს“, ბუსტერ-დოზის ადმინისტრირება უნდა მოხდეს მეორე დოზის გაკეთებიდან ხუთი თვის შემდეგ, ხოლო „სინოფარმის“ და „სინოვაკის“ შემთხვევაში, მეორე დოზის გაკეთებიდან 3 თვის შემდეგ“, - განაცხადა ჩხაიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner