საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა საქართველოს მასშტაბით, კერძო და საჯარო უმაღლესი სასწავლებლების რექტორებს შეხვდა. მინისტრის ინიციატივით, ასეთი შეხვედრები თვეში ერთხელ უნივერსიტეტებში გაიმართება და ყველა მნიშვნელოვან საკითხზე გადაწყვეტილებების მიღება, მხოლოდ მოსაზრებების შეჯერებითა და ერთობლივი შეთანხმებით მოხდება, რაც რექტორებს ერთმანეთთან დაახლოების საშუალებასაც მისცემთ.
შეხვედრა, რომელიც შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა განისაზღვრა სამომავლოდ განსახილველი საკითხები და საუბარი შეეხო ისეთ თემებს, როგორიცაა სწავლის დაფინანსება, უფასო ფაკულტეტები, განათლების ინტერნაციონალიზაცია, უცხოელი სტუდენტები, კვალიფიკაციის ამაღლება, სამეცნიერო გაცვლა, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა, დისტანციური სწავლება, სტუდენტთა დასაქმება ა.შ. ისეთ საკითხებს, რაც სისტემის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია.