ბათუმში, ერთ-ერთ რესტორანში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ქორწილი კოვიდრეგულაციების დარღვევით გაიმართა.
წვეულებას პარტიის ლიდერები ესწრებოდნენ.
„მიშა მაგარია“ – ამ სიმღერის ფონზე, ოპოზიციონერ დეპუტატებთან ერთად ოჯახის ახლობლებიც ქეიფობდნენ. ღონისძიება სოციალურ ქსელის მეშვეობით პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა, თუმცა, შრომის ინსპექციას ფაქტზე რეაგირება ამ დრომდე არ მოუხდენია.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ქორწილის, ქელეხისა და სხვა ღონისძიებების გამართვა კვლავ აკრძალულია.
შეგახსენებთ, რომ ოპოზიცია, მსგავსი ფაქტების გამო, ხელისუფლებას ხშირად აკრიტიკებდა.