logo_geo
eng_logo
ბონდო მძინარაშვილი: სად იყო გიული ალასანია იმ 4-დან 2 საათის განმავლობაში?
- +

8 დეკემბერი. 2021. 15:20

 

საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრი, ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

 

„სააკაშვილის პირადმა ექიმმა გორის ჰოსპიტლიდან წერილი გამოიტანა.

 

წერილის ტელეკამერების წინ წაკითხვამდე, ექიმმა თქვა, რომ გიული ალასანიას 3 საათზე მეტხანს აცდევინეს და არ შეუშვეს.

 

მერე სააკაშვილის წერილიდან გავიგეთ, რომ გიული ალასანიას 4 საათი ალოდინეს.

 

გადაცემის ერთ-ერთმა სტუმარმა თქვა, რომ 3,5 საათი ალოდინეს.

იმავე გადაცემაში, სულ რამდენიმე წუთში, გიული ალასანიამ დააზუსტა, რომ 2 საათი იცდიდა გორის ჰოსპიტალთან და არ შეუშვეს.

 

ყურადღება, შეკითხვა:

 

სად იყო გიული ალასანია იმ 4-დან 2 საათის განმავლობაში, თუკი თვითონვე ამბობს, რომ მხოლოდ 2 საათი ალოდინეს?

 

არა, რა, - შეშლილთა ქვეყანაში ვცხოვრობთ!

 

და მეც კარგად ვაფრენ, ამაზე რომ ვწერ!“- წერს ბონდო მძინარაშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner