საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრი, ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
„სააკაშვილის პირადმა ექიმმა გორის ჰოსპიტლიდან წერილი გამოიტანა.
წერილის ტელეკამერების წინ წაკითხვამდე, ექიმმა თქვა, რომ გიული ალასანიას 3 საათზე მეტხანს აცდევინეს და არ შეუშვეს.
მერე სააკაშვილის წერილიდან გავიგეთ, რომ გიული ალასანიას 4 საათი ალოდინეს.
გადაცემის ერთ-ერთმა სტუმარმა თქვა, რომ 3,5 საათი ალოდინეს.
იმავე გადაცემაში, სულ რამდენიმე წუთში, გიული ალასანიამ დააზუსტა, რომ 2 საათი იცდიდა გორის ჰოსპიტალთან და არ შეუშვეს.
ყურადღება, შეკითხვა:
სად იყო გიული ალასანია იმ 4-დან 2 საათის განმავლობაში, თუკი თვითონვე ამბობს, რომ მხოლოდ 2 საათი ალოდინეს?
არა, რა, - შეშლილთა ქვეყანაში ვცხოვრობთ!
და მეც კარგად ვაფრენ, ამაზე რომ ვწერ!“- წერს ბონდო მძინარაშვილი.