კასპში ჯორჯიაშვილის ქუჩაზე, ასფალტის პირველი ფენის დაგების სამუშაოები კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ, მოადგილე დავით ქისიშვილთან და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროს აჩიკო გიგოლაშვილთან ერთად ადგილზე დაათვალიერა.
ასფალტის ფენის დაგებამდე ქუჩაზე შეიცვალა სასმელი წყლის გაყვანილობა, ჩატრადა მოსამზადებელი სამუშაოები - მოეწყო გზის საფუძველი და სანიაღვრეები. ქუჩაზე პარალელურად, საფეხმავლოების მოასფალტება მიმდინარეობს.
ქუჩის რეაბილიტაციის ღირებულება 169 831 ლარია და რეგიონალური განვითარების ფონდის და მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.
„ჯორჯიაშვილის ქუჩა მოასფალტებული არასოდეს ყოფილა. სამუშაოების მიმდინარეობით მოსახლეობა კმაყოფილია, ვინაიდან გადაადგილების პრობლემა არსებობდა. პროექტის განხორციელების შემდეგ მოსახლეობა და ტრანსპორტი კეთილმოწყობილი ქუჩით ისარგებლებენ“, - აღნიშნა ვახტანგ მაისურაძემ.