logo_geo
eng_logo
ანგელა მერკელის ხანა დასრულდა – გერმანიას ახალი კანცლერი ჰყავს
- +

8 დეკემბერი. 2021. 16:33

 

 

გერმანიის ახალი კანცლერი ოლაფ შოლცი გახდა. შოლცმა ანგელა მერკელი ჩაანაცვლა და ის ახლა გერმანიის რიგით მეცხრე კანცლერია.

 

ბუნდესტაგში ფარული კენჭისყრა დებატების გარეშე გაიმართა. მასში მონაწილეობა 707 დეპუტატმა მიიღო და ოლაფ შოლცს მხარი 395-მა დაუჭირა.

 

შოლცის პარტია კოალიციის შექმნის მიზნით, მოლაპარაკებებს „მწვანეებთან“ და „თავისუფალ დემოკრატებთან“ აწარმოებდა. სამმა პარტიამ კოალიციის შექმნაზე შეთანხმება ოფიციალურად გუშინ გააფორმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner