„ამაზე ცინიკური და შეურაცხმყოფელი განცხადება ქართული საზოგადოების მისამართით, ბოლო პერიოდში მე არ მახსენდება“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი ამილახვარმა ეროვნულ შერიგებასთან დაკავშირებით სააკაშვილის განცხადების შეფასებისას აღნიშნა.
მისი თქმით, სააკაშვილმა ბოდიში უნდა მოუხადოს გირგვლიანისა და ვაზაგაშვილის ოჯახებს და ასევე მათ, ვის ქონებასაც ღამე აფორმებდნენ.
„ეყოს გამბედაობა, პირველ რიგში საჯაროდ გამოვიდეს და მან [მიხეილ სააკაშვილი] ბოდიში მოუხადოს გირგვლიანისა და ვაზაგაშვილის ოჯახებს. ბოდიში მოუხადოს იმ ათასობით ბიზნესმენის ოჯახს, რომლების ქონებასაც ღამე აფორმებდნენ. ამის შემდეგ, როდესაც ის ბოდიშს მოუხდის ამ საზოგადოებას, მოიხდის სასჯელს, შემდგომ შესაძლებელია, რაღაც თეორიულ პოლიტიკურ შეთანხმებაზე ვისაუბროთ“, - განაცხადა გიორგი ამილახვარმა.