„სამწუხაროდ, ჩვენ გუშინ ვნახეთ, რომ შეფასებებისა და კითხვების დიდი ნაწილი ხშირ შემთხვევაში არ იყო ორიენტირებული თბილისელებზე და არ იყო ორიენტირებული დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე“, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.
„ჩვენი მხრიდან არის მზაობა და დიდი სურვილი იმის, რომ თანამშრომლობა იყოს კონსტრუქციული, საქმეზე ორიენტირებული. ვიტოვებთ იმედს, რომ მომავალში მაინც მიხვდებიან ჩვენი ოპონენტები, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. მნიშვნელოვანია არა ჩვენთვის, არამედ იმ საქმიანობისთვის, რომელზეც პასუხისმგებლობა ჩვენ ყველას დაგვაკისრა ჩვენმა ამომრჩეველმა. ამომრჩეველმა, რომელმაც ძალიან მაღალი აქტიურობით, 2 ოქტომბერს მოგვანიჭა მანდატი და ჩვენ ვართ ვალდებულები, რომ დავიხარჯოთ. სამწუხაროდ, ჩვენ გუშინ ხშირ შემთხვევაში ვნახეთ, რომ შეფასებებისა და კითხვების დიდი ნაწილი არ იყო ორიენტირებული თბილისელებზე და არ იყო ორიენტირებული დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე“, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.