logo_geo
eng_logo
ვლადიმერ პუტინი: შეუძლებელია არ გვაშფოთებდეს ნატოში უკრაინის შესაძლო მიღების პერსპექტივა
- +

8 დეკემბერი. 2021. 19:23

 

 

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინის ნატოში შესაძლო გაწევრიანებაზე საუბრისას განაცხადა, რომ ამას მოჰყვება შესაბამისი სამხედრო კონტიგენტის და იმ იარაღის განთავსება, რაც შეუძლებელია არ იწვევდეს რუსეთის შეშფოთებას.

 

„შეუძლებელია ჩვენ არ გვაშფოთებდეს ნატოში უკრაინის შესაძლო მიღების პერსპექტივა, რადგან ამას, რა თქმა უნდა, მოყვება შესაბამისი სამხედრო კონტიგენტის, ბაზებისა და ჩვენთვის მუქარის შემცველი იარაღის განთავსება“, - განაცხადა პუტინმა პრესკონფერენციაზე, რომელიც საბერძნეთის პრემიერ - მინისტრთან კირიაკოს მიცოტაკისთან ერთად გამართა.

 

მისი თქმით, რუსეთი გამოიყენებს საბერძნეთს, რათა პოზიტიური გავლენა მოახდინოს ნატოსთან ურთიერთობაში.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner