რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინის ნატოში შესაძლო გაწევრიანებაზე საუბრისას განაცხადა, რომ ამას მოჰყვება შესაბამისი სამხედრო კონტიგენტის და იმ იარაღის განთავსება, რაც შეუძლებელია არ იწვევდეს რუსეთის შეშფოთებას.
„შეუძლებელია ჩვენ არ გვაშფოთებდეს ნატოში უკრაინის შესაძლო მიღების პერსპექტივა, რადგან ამას, რა თქმა უნდა, მოყვება შესაბამისი სამხედრო კონტიგენტის, ბაზებისა და ჩვენთვის მუქარის შემცველი იარაღის განთავსება“, - განაცხადა პუტინმა პრესკონფერენციაზე, რომელიც საბერძნეთის პრემიერ - მინისტრთან კირიაკოს მიცოტაკისთან ერთად გამართა.
მისი თქმით, რუსეთი გამოიყენებს საბერძნეთს, რათა პოზიტიური გავლენა მოახდინოს ნატოსთან ურთიერთობაში.