logo_geo
eng_logo
ლაშა დარსალია: მოლაპარაკებების სხვა რაუნდების მსგავსად, სამწუხაროდ, როგორც კი დღის წესრიგში დადგა დევნილთა დაბრუნების თემის განხილვა, რუსეთის დელეგაციამ მოლაპარაკებათა მაგიდა დატოვა
- +

8 დეკემბერი. 2021. 21:37

 

 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ლაშა დარსალიას განცხადებით, ჟენევის მოლაპარაკებების ყველა სხვა რაუნდის მსგავსად, ახლაც, როგორც კი დღის წესრიგში დადგა დევნილთა დაბრუნების თემის განხილვა, რუსეთის დელეგაციამ მოლაპარაკებათა მაგიდა დატოვა.

 

მისივე თქმით, უსაფრთხოების თემაზე მხარეთა პოზიციები რადიკალურად განსხვავებული რჩება.

 

„ყველა სხვა რაუნდის მსგავსად, სამწუხაროდ, ამ რაუნდზეც როგორც კი დღის წესრიგში დადგა დევნილთა დაბრუნების თემის განხილვა, რუსეთის დელეგაციამ დატოვა მოლაპარაკებათა მაგიდა და მოლაპარაკების პროცესი აღარ გაგრძელდა. ეს ძალიან სამწუხარო ფაქტია. მნიშვნელოვანია, ადრე თუ გვიან ეს გადავლახოთ და დევნილთა დაბრუნების საკითხი იყოს ერთ-ერთი მიშვნელოვანი მოლაპარაკების პროცესში. დანარჩენ პროცესთან მიმართებაში რეალობა არის ის, რომ უსაფრთხოების თემაზე მხარეთა პოზიციები რჩება რადიკალურად განსხვავებული“, – განაცხადა ლაშა დარსალიამ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner