logo_geo
eng_logo
ვოლოდიმირ ზელენსკი: მადლობა სალომე ზურაბიშვილს უკრაინის მტკიცე მხარდაჭერისთვის, სანდო პარტნიორებთან ერთად ჩვენ კიდევ უფრო ძლიერები ვართ
- +

8 დეკემბერი. 2021. 21:45

 

 

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი თავის ქართველ კოლეგას, სალომე ზურაბიშვილს უკრაინის მხარდამჭერი განცხადებისთვის მადლობას უხდის.

 

„მადლობა სალომე ზურაბიშვილს უკრაინის მტკიცე მხარდაჭერისა და სოლიდარობის გამოცხადებისთვის. სანდო პარტნიორებთან ერთად ჩვენ კიდევ უფრო ძლიერები ვართ. ასოცირებული ტრიოს ქვეყნებისთვის ევროპული მომავალი უალტერნატივოა. ერთად ვემზადებით ბრიუსელში დაგეგმილი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტისთვის“, - წერს ზელენსკი Twitter-ზე.

 

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკრაინის საზღვართან შექმნილ დაძაბულ ვითარებას გამოეხმაურა და უკრაინელ ხალხს სოლიდარობა გამოუცხადა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner