logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: სააკაშვილის წამებაზე საუბარი არის პიარული და ძალიან მდაბიო კამპანია, რომელიც არ ჭრის
- +

8 დეკემბერი. 2021. 23:58

 

 

„უნდათ რომ სიტყვა წამება აქციონ ისეთი რამის გამომსახველად, რაც ყველაფერია წამების გარდა“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

 

„თუ აინტერესებთ რა არის წამება, ჰკითხონ თავიანთ მაშინდელ მაღალჩინოსნებს, განსაკუთრებით მათ ვინც პენიტენციურ სისტემებში მუშაობდნენ. წამება არის ის რაც ხდებოდა ციხეებში 2012 წლამდე. და წამება იყო ის, რის გამოც ის 10 000 ადამიანი მიდიოდა შუა ღამეს ნოტარიუსთან და სახელმწიფოს „ჩუქნიდა“ მთელი ცხოვრება ნაგროვებ ქონებას. ეს ხდებოდა წამების საფუძველზე, მაგრამ სააკაშვილის წამებაზე საუბარი და ის რაც დღეს ხდება არის პიარული და ძალიან მდაბიო კამპანია, რომელიც არ ჭრის, მათ მომხრეებშიც კი. მათ მხარეს რაიმე სიმართლე მაინც რომ იყოს, ისინი კარგად შეფუთავდნენ ამ სიმართლეს. პიარი ნამდვილად არის მათი ძლიერი მხარე“, - განაცხადა მამუკა მდინარაძე.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner