logo_geo
eng_logo
გიორგი კალანდია: ხელოვნების სასახლის ისტორიაში ყველაზე დიდი შემომწირველი და ყველაზე დიდი დონორი არის ბიძინა ივანიშვილი
- +

9 დეკემბერი. 2021. 00:29

 

 

„თამამად შემიძლია გითხრათ და ამის გადამოწმებაც შეიძლება, რომ ხელოვნების სასახლის ისტორიაში ყველაზე დიდი შემომწირველი და ყველაზე დიდი დონორი არის ბიძინა ივანიშვილი. ეს არის რეალობა და ამ რეალობას ვერ გავექცევით“, - ამის შესახებ ისტორიკოსმა, ხელოვნების სასახლის დირექტორმა, გიორგი კალანდიამ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

 

„სამუზეუმო სფეროზე რომ ვილაპარაკოთ, დამისახელეთ ერთი ქართველი მაინც, ვინც იყიდა და გადასცა მუზეუმს საკუთრებაში ფიროსმანის ნამუშევარი. მეფე თეიმურაზ მეორის უნიკალური პორტრეტი, რომელიც დღეს უკვე რამდენიმე მილიონი დოლარი ღირს, შესრულებულია საიმპერატორო მხატვრის მიერ. როდესაც ის ლონდონში აუქციონზე გამოიტანეს და ჩვენთან ერთად ვაჭრობდა ბრიტანეთის პორტრეტების გალერეა. მე არანაირი იმედი არ მქონდა, რომ ამ პორტრეტის დაბრუნებას შევძლებდით, წერილი მივწერე ფონდ „ქართუს“ და გამოხმაურება იყო ძალიან სწრაფი. მეტიც, ამის შესახებ საზოგადოების დიდმა ნაწილმა არც იცის. არც არჩევნები იყო, არც რაიმე პოლიტიკური აქტივობისთვის შეიძლებოდა ეს გაკეთებულიყო. ერთადერთი მიზანი იყო, რომ უნიკალური პორტრეტი დაბრუნებულიყო საქართველოში. ამის გამო მადლობის არ თქმა და ბიძინა ივანიშვილის სახელის ამოშლა საქართველოს ისტორიიდან არის სასაცილო და პირიქით, უკურეაქციასაც იწვევს. როდესაც მარმარილოს ტალახს უსვამ, მარმარილოზე ტალახი დიდხანს არ ჩერდება“, - განაცხადა კალანდიამ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner