logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: სააკაშვილის გამოსვლის შემდეგ ერთადერთი გზა დარჩათ - წაეყვანათ იქით, თითქოს ის იღებდა ისეთ წამლებს, რომ რაღაც თავის ჭკუაზე ვერ არის
- +

9 დეკემბერი. 2021. 00:23

 

 

„იმ ნაწილში, სადაც სააკაშვილი ამბობს საკუთარ ინტერპრეტაციებს, თუ როგორ სჩადიოდა დანაშაულს სამშობლოს სიყვარულით და ამიტომ ეს დანაშაული არ იყო, სააკაშვილმა ბრალდების მიერ გაჟღერებული ფაქტები დაადასტურა“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

 

მისივე თქმით, ეს პროკურატურისთვის ფორმალური და რეალური თვალსაზრისით მნიშვნელოვანია, მაგრამ სააკაშვილის განცხადებებზე ვერც როგორც პოლიტიკოსი, ვერც როგორც იურისტი და ვერც როგორც მოქალაქე სერიოზულ კომენტარს ვერ გააკეთებს.

 

„წარმოუდგენელია, რომ კაცი იძახის, ჩემი ცოლი რატომ არ არის აქ. ჯორჯ ორუელის „1984“ რომ გავიხსენოთ - „ჩემი ცოლი, ჯულია, მომისვით აქო“. შეიძლება ცუდი შედარებაა, მაგრამ ეს ნაწარმოები აქტუალური იყო მათი კამპანიის დროს, თუმცა ძალიან ცუდად შეუბრუნდათ. ამ ორ გამოსვლაზე დიდ იმედებს ამყარებდნენ. ვიდრე დაიწყებოდა, იქამდე შეფასდა ეს სიტყვა ისტორიულ გამოსვლად. როცა დაიწყო მან საუბარი და პროკურორმა შეაწყვეტინა - ადვოკატებმა თქვეს, დააცადეთ მიხეილ სააკაშვილს ისტორიული გამოსვლა. ეს ისტორიული გამოსვლა შემდეგ აღმოჩნდა ისეთი გამოსვლა, რომლის გამოც ერთადერთი გზა დარჩათ - წაეყვანათ იქით, თითქოს ეს ადამიანი იღებდა ისეთ წამლებს, რომ რაღაც თავის ჭკუაზე ვერ არის“, - ამბობს მდინარაძე.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner