logo_geo
eng_logo
“პასუხი გაეცემა ჰქონდა თუ არა ადგილი არასამართლებრივი მიზნებისთვის საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებას, პრეზიდენტის სიძის მიმართ“
- +

1 აგვისტო. 2016. 13:27


საქართველოს მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ "იმედისთვის" მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, რომ მიმდინარეობს ყველა საგამოძიებო მოქმედებები, რათა პასუხი გაეცეს რეალურად ქონდა თუ არა ადგილი გარკვეული არასამართლებრივი მიზნებისთვის საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებას.


საქართველოს მთავარი პროკურორი საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან გაკეთებულ განცხადებებზე დაწყებულ გამოძიებას გამოეხმაურა, რომელიც მისი ოჯახის წევრზე შესაძლო ზეწოლის მცდელობას ეხება.


„ამ ეტაპზე დაკითხულნი არიან მინდია გოგოჭური და მისი მეგობრები, რომელთა მიმართაც საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა.

 

ჩვენთან მიმდინარეობს ყველა საგამოძიებო მოქმედებები, რათა პასუხი გაეცეს რეალურად ქონდა თუ არა ადგილი გარკვეული არასამართლებრივი მიზნებისთვის საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებას.

 

ანუ ხომ არ ემსახურებოდა საგამოძიებო მოქმედებები თანამდებობის პირებზე გარკვეული ზემოქმედების მოხდენის მცდელობას. ასევე, მოწმდება ხომ არ ქონდა ვინმეს მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებას ადგილი", - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner