logo_geo
eng_logo
თელავი-ყვარლის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა
- +

9 დეკემბერი. 2021. 01:46

 

 

თელავი-ყვარლის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე ავტოავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა.

 

თვითმხილველების ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. მანქანის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა.

 

მომხდარ ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner