logo_geo
eng_logo
ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები მოლაპარაკებების 55-ე რაუნდთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
- +

9 დეკემბერი. 2021. 02:05

 

 

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები საერთაშორისო მოლაპარაკებების 55-ე რაუნდთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ.

 

ეუთო-ს ვებგევრდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ 2008 წლის ექვსპუნქტიანი შეთანხმების თანახმად, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები კვლავაც მთავარი ადგილია, სადაც განიხილება კონფლიქტის შედეგები და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.

 

55-ე რაუნდი დაიწყო შეხვედრებით, რომლებიც მიმართულია კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრაზე, მათ შორის გადაადგილების თავისუფლებისა და მასთან დაკავშირებული საკითხების ჩათვლით, ასევე „კოვიდ-19“-ის პანდემიაზე ორიენტირებულ სამედიცინო სფეროს წარმომაგდენლებს შორის გამოცდილების გაცვლით.

 

ორი დღის განმავლობაში მონაწილეები შეხვდნენ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ორ პარალელურ სამუშაო ჯგუფს, რომლებიც ორიენტირებულები იყვნენ უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარულ საკითხებზე. ადგილზე უსაფრთხოების საერთო მდგომარეობა შეფასდა, როგორც შედარებით სტაბილური. დისკუსიები კიდევ ერთხელ შეეხო ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების დღის წესრიგის ძირითად საკითხს, ძალის გამოუყენებლობასა და უსაფრთხოების საერთაშორისო მოწყობას. მონაწილეებმა გულახდილად გაცვალეს მოსაზრებები ისეთ საკითხებზე, როგორიცაა გადაადგილების თავისუფლება, საზღვარგარეთ მოგზაურობა, დაკავებები, გაუჩინარებული პირების საქმეები და უსაფრთხოების სპეციფიკური პრობლემები განსაზღვრულ რაიონებში. თუმცა, მიუხედავად სხვადასხვა ჰუმანიტარულ საკითხებზე კონსტრუქციული ჩართულობისა, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა ძირითად საკითხზე დისკუსია ვერ შედგა ზოგიერთი მონაწილის წასვლის გამო.

 

თანათავმჯდომარეები მიესალმნენ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფუნქციონირებას ერგნეთში და გაითვალისწინეს დადებითი სიგნალები გალის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის პოტენციური განახლების შესახებ.

 

თანათავმჯდომარეებმა კიდევ ერთხელ მოუწოდეს ყველა მონაწილეს, გაზარდონ ძალისხმევა ნდობის გასამყარებლად და განიხილონ ყოვლისმომცველი და ადამიანური უსაფრთხოების ყველა ელემენტი, მათ შორის ტექნიკური დონის დისკუსიებში კონსტრუქციული ჩართულობით, აგრეთვე საერთაშორისო ჰუმანიტარულ და ადამიანის უფლებათა ორგანიზაციებთან.

 

მონაწილეების შეთანხმდნენ მომდევნო შეხვედრა ჟენევაში 2022 წლის 29 და 30 მარტს გამართონ“,- აღნიშნულია განცხადებაში.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner