logo_geo
eng_logo
ბონდო მძინარაშვილი: ხალხო, მართლა რა ხდება, პარალელურ სამყაროში ვართ?!
- +

9 დეკემბერი. 2021. 02:04

 

 

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი, ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

 

„გორის სამხედრო ჰოსპიტალში პატიმარ პაციენტ სააკაშვილთან გაუფრთხილებლად შესულან პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლები!

ეს ეს ხდება?!

სად გაგონილა პატიმართან ციხის თანამშრომლების გაუფრთხილებლად შესვლა?!

ეს როგორ?!

არ უნდა გააფრთხილოთ, - ბიჭები ვართ და მოვდივართ, ბიჭი ხარ და დაგვხვდიო?!

ახლა კი სერიოზულად:

ხალხო, მართლა რა ხდება, პარალელურ სამყაროში ვართ?!

ასეთი რამე სადმე, რომელიმე ქვეყანაში ხდება?!

გამოდიან ეს დედაბუდიანად შეშლილები და პირობებს კარნახობენ სახელმწიფოს!

მოკიდეთ ხელი და კინწისკვრით გაიგდეთ რუსთავისკენ ეგ მანიაკი!“.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner