logo_geo
eng_logo
გურჯაანის მუნიციპალიტეტში ვაქცინაციის მარათონი აქტიურად გრძელდება
- +

9 დეკემბერი. 2021. 10:15

 

გურჯაანის მუნიციპალიტეტში ვაქცინაციის მარათონი აქტიურად გრძელდება. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გურჯაანი ვაქცინაციის საპილოტე მუნიციპალიტეტად არის შერჩეული.

 

უკვე მესამე კვირაა იმუნიზაციის პროცესი მუნიციპალიტეტის ყველა სოფლის ამბულატორიაში მიმდინარეობს. მედპერსონალი ვაქცინაციის მსურველებს ქვეყანაში არსებული ყველა ვაქცინის შემადგენლობისა თუ ეფექტიანობის შესახებ აწვდის ამომწურავ ინფორმაცია.

 

ვაქცინაციის მარათონის მიზანია დეკემბრის ბოლომდე გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის 60%-ზე მეტი იყოს აცრილი. იმუნიზაციის პროცესს სოფელ კარდენახის ამბულატორიაში პირადად გაეცნენ კახეთის სახელმწიფო რწმუნებული და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner