logo_geo
eng_logo
ნათია თურნავამ USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
- +

9 დეკემბერი. 2021. 10:25

 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მონაწილეობა მიიღო USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში, რომლის მთავარი თემაც ენერგეტიკული პროექტების რისკის შემცირება და ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხები იყო.

 

ნათია თურნავამ ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით ონლაინ მიმართა და აღნიშნა, რომ ენერგოსექტორში რეფორმების მნიშვნელოვან პერიოდია, რომელიც ნაწილობრივ განპირობებულია საქართველოს მიერ ენერგეტიკული გაერთიანების ხელშეკრულებითა და ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით.

 

მისი თქმით, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში წარმატებით იქმნება საკანონმდებლო ბაზა მომავალი პროექტებისთვის და განისაზღვრება პირველადი აქტები.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner