logo_geo
eng_logo
ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები საერთაშორისო მოლაპარაკებების 55-ე რაუნდთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
- +

9 დეკემბერი. 2021. 11:14

 

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები საერთაშორისო მოლაპარაკებების 55-ე რაუნდთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ.

 

ეუთოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ 2008 წლის ექვსპუნქტიანი შეთანხმების თანახმად, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები კვლავაც მთავარი ადგილია, სადაც განიხილება კონფლიქტის შედეგები და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.

 

„შეხვედრის მონაწილეები კიდევ ერთხელ შეეხნენ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების დღის წესრიგის ძირითად საკითხს, ძალის გამოუყენებლობასა და უსაფრთხოების საერთაშორისო მოწყობას. მონაწილეებმა გულახდილად გაცვალეს მოსაზრებები ისეთ საკითხებზე, როგორიცაა გადაადგილების თავისუფლება, საზღვარგარეთ მოგზაურობა, დაკავებები, გაუჩინარებული პირების საქმეები და უსაფრთხოების სპეციფიკური პრობლემები განსაზღვრულ რაიონებში. თუმცა, მიუხედავად სხვადასხვა ჰუმანიტარული საკითხის განხილვაში კონსტრუქციული მონაწილეობისა, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა ძირითად საკითხზე დისკუსია ვერ შედგა ზოგიერთი მონაწილის წასვლის გამო“, - აღნიშნულია განცხადებაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner