logo_geo
eng_logo
რუსეთის საგარეო უწყებამ ჟენევის მოლაპარაკებები შეაფასა
- +

9 დეკემბერი. 2021. 11:14

 

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 55-ე რაუნდის დასრულების შემდეგ განცხადებას ავრცელებს.

 

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ შეხვედრაში ევროკავშირის, გაეროსა და ეუთოს შუამავლობით, საქართველოს, ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის, ასევე რუსეთის და აშშ-ის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

 

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, გამოითქვა საერთო თანხმობა, სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობისა და უსაფრთხოების განმტკიცების გზების ძიებისთვის ერთობლივი ძალისხმევის გაგრძელებაზე.

 

რუსეთის საგარეო უწყება აღნიშნავს, რომ ამ მიმართულებით მუშაობის გასაგრძელებლად ყველაზე ოპტიმალური პლატფორმად კვლავ ჟენევის დისკუსიების რჩება, რომელიც „უზრუნველყოფს მოლაპარაკების ჩარჩოებს სოხუმს, თბილისსა და ცხინვალს შორის ურთიერთობების რეგულირებისთვის“.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner