ახალი მინისტრების კანდიდატურები პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა აგვისტოს შუა რიცხვებამდე უნდა წარადგინოს.
ამ დრომდე, თავდაცვის მინისტრის მოვალეობას დავით ებრალიძე, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოვალეობას კი ქეთევან ციხელაშვილი შეასრულებენ.
საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, მთავრობის წევრის გადადგომის, ან თანამდებობიდან გათავისუფლების შემთხვევაში, პრემიერ-მინისტრი ახალ მინისტრს 2-კვირიან ვადაში ნიშნავს.
თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა თანამდებობები დღეიდან ოფიციალურად დატოვეს.