logo_geo
eng_logo
ბორის ჯონსონი პოლიციას მოუწოდებს, გამოიძიოს საქმე, რომელიც მისი გუნდის წევრების მიერ კოვიდ-რეგულაციების დარღვევას ეხება
- +

9 დეკემბერი. 2021. 11:15

 

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი აღშფოთებულია  სამთავრობო გუდის ზოგიერთი წევრის მიერ საშობაო წვეულებაში მონაწილეობის გამო, რაც კოვიდ-რეგულაციების გვერდის ავლით მოხდა. მისი განცხადებით, ვიდეომასალა, სადაც მისი გუნდის წევრები საშობაო წვეულებასთან დაკავშირებით ხუმრობენ, პოლიციამ უნდა შეისწავლოს და დაადგინოს ობიექტური რეალობა.

 

„მესმის და სრულად ვიზიარებ ბრაზსა და აღშფოთებას, რაც ქვეყანაში  ჩემი გუნდის მიმართ შეიმჩნევა, რადგან შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს მთავრობის მიერ შემოღებული კოვიდ-რეგულაციების უგულებელყოფას. მეც თქვენსავით აღშფოთებული ვიყავი, როდესაც ტელევიზიით აღნიშნული ვიდეოჩანაწერი ვიხილე. მინდა ბოდიში მოვიხადო იმის გამო,  რა შთაბეჭდილებასაც ტოვებს ის თქვენზე“, - აღნიშნა ბორის ჯონსონმა. 

 

შეგახსენებთ, რომ გავრცელებული ინფორმაციით, დიდ ბრიტანეთში ამოქმედებული უმკაცრესი კოვიდ-რეგულაციების ფონზე, დაუნინგ -სტრიტის სამთავრობო კვარტალში საშობაო წვეულება გაიმართა, რასაც, გავრცელებული ვიდეოჩანაწერების მიხედვით, მთავრობის რამდენიმე წევრი ესწრებოდა.

https://www.euronews.com/2021/12/08/uk-pm-boris-johnson-under-fire-amid-allegations-of-christmas-party-during-lockdown?fbclid=IwAR1JtHydnSFD0r-5q077Qjc5n7_4h2b5EW9hp-lXXP9IBK4eKTr2A7I_1oY

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner