„დღემდე ჩვენს ქალაქში შვიდ ვარსკვლავიანი სასტუმრო არ არსებობდა - ეს არის პირველი სასტუმრო და ეს არის ნიშანი იმისა, რომ ჩვენ შევძლებთ გავუმასპინძლდეთ ძალიან მაღალი გემოვნებისა და მაღალი მოთხოვნილების სტუმრებს", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა სასტუმრო "ბილთმორ თბილისი" გაიხსნაზე.
"140-მილიონი დილარის ღირებულების ინვესტიცია განხორციელდა. თქვენ ნახავთ, რაოდენ მშვენიერია ეს სასტუმრო და როგორ არის ის მოპირკეთებული და გაკეთებული.
აქვე მინდა აღვნიშნო, რომ სასტუმროში რამდენიმე ასეული ქართველი იმუშავებს. შესაბამისად ეს არის დამატებითი სამუშაო ადგილები. ჩვენ ქვეყანას, ქალაქს ძალიან კარგი სასტუმრო შეემატა და ვიმედოვნებ, რომ ეს არ იქნება უკანასკნელი 7-ვარსკვლავიანი სასტუმრო. ჩვენ ძალიან მალე ახალ 7-ვარსკვლავიან სასტუმროებს ვნახავთ", - განუცხადა ჟურნალისტებს დიმიტრი ქუმსიშვილმა.
სასტუმრო "ბილთმორ თბილისი" გაიხსნის საზეიმო ცერემონიაში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, არაბთა გაერთიანებული საემიროების კულტურის, ახალგაზრდობისა და სოციალური განვითარების მინისტრ, შეიხ ნაჰიან ბინ მუბარაკ ალ ნაჰიანთან ერთად მიიღო მონაწილეობა.
იციალური ცერემონიის შემდეგ, მთავრობის მეთაურმა და არაბთა გაერთიანებული საემიროების შეიხმა სასტუმრო და შენობაში განთავსებული "ტერაბანკის" ფილიალი დაათვალიერეს, რომელიც ასევე "დაბი ჯგუფის" ინვესტიციაა.
მაღლესი კლასის სასტუმროს გახსნასთან დაკავშირებით, გაიმართა გალა კონცერტი ქართველი და უცხოელი შემსრულებლების მონაწილეობით, ასევე სასტუმროს ფასადზე პროექცირებული იყო 3D შოუ. ღონისძიება გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა.
ილთმორი" ლუქს-კლასის სასტუმროების ბრენდია, რომელმაც საქართველოში Millennium & Copthorne- ის პირველი წარმომადგენლობა გახსნა. "ბილთმორ თბილისს" 216 მაღალი კლასის ნომერი აქვს.