„რაც არ უნდა კეთილშობილურად გამოიყურებოდეს შერიგების იდეა თუ შემოთავაზება ყველანი ვხვდებით, რომ ყველაზე კარგ შემთხვევაში, ეს ნახევრად ხუმრობით ნათქვამად შეგვიძლია ჩავთვალოთ,“ - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მიხეილ სარჯველაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.
„ჩვენ გვესმის რა პოლიტიკურ ძალასთან გვაქვს საქმე. რამდენად კეთილსინდისიერები შეიძლება იყვნენ. ემოციურ მხარეს თუ გვერდზე გადავდებთ, შინაარსობრივად ჩვენ აღმოვაჩენთ, რომ არავითარი საფუძველი და წინაპირობა ამ განცხადებასა და დამოკიდებულებას არ გააჩნია“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
6 დეკემბერს, მიხეილ სააკაშვილის ოფიციალურ Facebook-გვერდზე გამოქვეყნდა მისი განცხადება, რომლითაც მმართველ გუნდს მიმართავს: „უახლოეს დღეებში ბრძოლა გამძაფრდება და არ გაჩერდება თქვენს დამარცხებამდე. ან თუ გონს მოეგებით და წამოხვალთ ეროვნულ შერიგებაზე, სანამ გვიან არაა, ეს ყველასთვის საუკეთესო გამოსავალია“.