logo_geo
eng_logo
პროკურორის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს საზღვრის უკანონოდ კვეთაში ძალოვანი სტრუქტურიდან წინა ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსანი ეხმარებოდა
- +

9 დეკემბერი. 2021. 12:55

 

„საგამოძიებო ორგანოს მიერ ჩატარებული საპროცესო-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დეტალურად დადგინდა, მათ შორის, უკრაინის სახელმწიფო ტერიტორიაზე ვინ ეხმარებოდა მიხეილ სააკაშვილს. ეს იყო წინა ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსანი ძალოვანი სტრუქტურიდან, რომელიც ეხმარებოდა ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საკითხში“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ბრალდებული ექს-პრეზიდენტის საქმის პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ განუცხადა.

 

მისივე თქმით, დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარე მტკიცებულებებს წარადგენს და მათ დასაშვებად ცნობას მოითხოვს.

 

„მიგვაჩნია, იმდენად მყარად არის აღნიშნული მტკიცებულებები, თუ დაცვის მხარეს გონივრულობა ეყოფა, აღნიშნული მტკიცებულებები უდავოდ უნდა გახადოს. ბრალდებული მიხეილ სააკაშვილი ოფიციალურად არ შემოსულა სახელმწიფო საზღვარზე და ის იმყოფება საქართველოში“,- განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.

 

შინაგან საქმეთა სამინიტრომ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 1 ოქტომბერს დაიწყო. ძებნილი, ამავე დღეს, თბილისში დააკავეს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner