logo_geo
eng_logo
დმანისის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატი უარყოფს თანაგუნდელების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ის სუს-მა მოიტაცა
- +

9 დეკემბერი. 2021. 11:00

 

დმანისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი, ოპოზიციონერი რამიზ რამაზანოვი უარყოფს ინფორმაციას სუს-ის მიერ მის გატაცებაზე და აცხადებს, რომ საქართველოში, ნათესავებთან იმყოფება. ამის შესახებ მან imedinews-ს განუცხადა.

 

„სტუმრად ვარ ჩემს ახლობლებთან, საქართველოში. ვინ მომიტაცა, ასეთი რამ არ არსებობს. ახლობლებთან ვარ და ყველაფერი კარგად არის“, - ამბობს რამიზ რამაზანოვი.

 

მანამდე დმანისის საკრებულოს ოპოზიციონერმა წევრებმა ხელისუფლება შანტაჟსა და მუქარაში დაადანაშაულეს და განაცხადეს, რომ სუს-მა მათი თანაგუნდელი რამიზ რამაზანოვი გაიტაცა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner