logo_geo
eng_logo
დავით სერგეენკო: ფსიქოტროპული მედიკამენტების ურეცეპტოდ გაცემის შემთხვევაში, ფარმაცევტებს პროფესიული საქმიანობა შეეზღუდებათ
- +

1 აგვისტო. 2016. 14:20


„ფსიქოტროპული მედიკამენტების ურეცეპტოდ გაცემის შემთხვევაში, ფარმაცევტებს პროფესიული საქმიანობა შეეზღუდებათ",  - ამის შესახებ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს განუცხადა.


ჯანდაცვის მინისტრი ფსიქოტროპული მედიკამენტების რეცეპტით გაცემის შესახებ რეგულაციების საკითხის განსახილველად ადგილობრივი ფარმაცევტული კომპანიების, საქართველოს ფარმაცევტთა ასოციაციის, საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების წარმომადგენლებს შეხვდა.


როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ დავით სერგეენკომ განაცხადა, ბოლო პერიოდში გამოიკვეთა ტენდეცია, რომ რამდენიმე აფთიაქი აგრძელებს ტაბლეტირებული ფორმების ურეცეპტოდ გაცემას, მათ შორის ისეთი მედიკამენტების, რომელიც არის ყველაზე მაღალი კატეგორიის ჯგუფში შეტანილი, რომელთა ურეცეპტოდ გაცემაც არ შეიძლება.


„გამოიკვეთა აფთიაქები, რომელთაც არ სურთ კანონის დაცვა. შესაბამისად მოვამზადეთ ჩვენ წინასწარი დოკუმენტი, კონსულტაციები გავიარეთ პროფესიულ ასოციაციებთან და უახლოეს მთავრობის სხდომაზე ეს რეგულაცია იქნება განხილვის საგანი.

 

ჩვენ კანონში არ შეგვაქვს ცვლილებები. არსებული კანონი მოითხოვს, ფსიქოტროპული მედიკამენტები გაიცეს მხოლოდ სპეციალისტი ფარმაცევტის მიერ. რიგ შემთხვევაში ეს დაცული არ არის და გარდა ჯარიმებისა და ადმინისტრაციული სახდელისა, ზემოქმედების სხვა მექანიზმი არ არის.

 

ამ ცვლილებით ფარმაცევტებს დაეკისრებათ შესაბამისი პასუხისმგებლობა და ისინი ვეღარ შეძლებენ პროფესიული საქმიანობის გაგრძელებას, თუ ისინი დაარღვევენ კანონს", - განაცხადა დავით სერგეენკომ.  


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner