logo_geo
eng_logo
გელა ზედელაშვილი: მეგისა კახას ედავება ქვეყნის ინტერესებზე, კაცო, კალაძეს, განა სხვა ვინმეს?
- +

9 დეკემბერი. 2021. 15:23

 

 

„ორიოდე დღის წინ კალაძემ საკრებულოს სხდომაზე ბუა საბაძეს, საბა ბუაძეს და მისთანებს შეუტია, „ნაცებს“ გამოუცხადა, თქვენ კოლექტიური „მეგისები“  ხართო“, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი წერს.

 

„მეცინება!

კახა კალაძეს ციხიდან ცნობილი მწამებელი მეგის ქარდავა პასუხობს:

„კალьა“

ვისაც ფულის გამო გაშიშვლება  (სხვა ბევრი რამე) შეუძლია, მისთვის გაუგებარია ისეთი მცნება, როგორიცაა „ქვეყნის ინტერესები“ და დღეს „კიკუები“ თამამად ლაპარაკობთ მეგის ქარდავაზე, მაგრამ დადგება დრო, როდესაც: „რასაც დათესავ, იმას მოიმკი“.

 

ესე იგი, მეგისა ელაპარაკება კალაძეს ქვეყნის ინტერესებზე და თან ემუქრება, დადგება დრო, რასაც დათესავ, იმას მოიმკიო.

კახას ედავება ქვეყნის ინტერესებზე, კაცო, კალაძეს, განა სხვა ვინმეს? განა თავისნაირ ბოგანოს?!

 

ვისაც ფულის გამო გაშიშვლება შეუძლია, მისთვის პატრიოტიზმი გაუგებარიაო... შენ რა იცი, პატრიოტიზმი რა არიო? ეგ მე მკითხეო.

 

კალაძეს აქვს ერთი სარეკლამო ფოტო, სადაც ნახევრად შიშველია, ამას გულისხმობს კაცების გამაშიშვლებელ-გამაუპატირებელი.

 

ჰოდა, ამიტომ მეცინება!

 

იცით, რატომ იბრიქება ჭუჭულიკა მეგისა? ორიოდე დღის წინ კალაძემ საკრებულოს სხდომაზე ბუა საბაძეს, საბა ბუაძეს და მისთანებს შეუტია, „ნაცებს“ გამოუცხადა, თქვენ კოლექტიური ,,მეგისები"  ხართო.

 

იუკადრისა იმან, უკრაინიდან რომ ჩამოათრიეს და აეროპორტში ასფალტს რომ ემთხვია!

ეს ის არი, თავისიანებიც რომ ვერ/არ ცნობენ, თავისიანებმაც რომ უარყვეს?!

 

აბა, როგორ არ გამეცინოს?

 

მწამებელი მეგისა ამათ მიმართავს, კალაძემ შეურაცხყოფა მომაყენა, გული მატკინა, თქვენ გახარებას, ერთი საერთაშორისო შეფასება გამიკეთეთო: US Embassy Tbilisi, Georgia  Nino Lomjaria   European Union in Georgia UNICEF Kakha Kaladze კახა კალაძე TV Pirveli • ტელეკომპანია პირველი მთავარი არხი • Mtavari Arkhi NEWS.On.ge ODISHI TV საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო.

 

რავი, მე „კააათ“ ვიცინე და თქვენც შეგიძლიათ, იმხიარულოთ“, - წერს ზედელაშვილი.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner