logo_geo
eng_logo
დონალდ ტრამპი პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, ყირიმის რუსეთის ტერიტორიად აღიარების საკითხს განიხილავს
- +

1 აგვისტო. 2016. 14:22


აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ ყირიმის კუთვნილებასთან დაკავშირებით, აუცილებელია, თავად ნახევარკუნძულის მოსახლეობის აზრის გათვალისწინება.


ამერიკელი მილიარდერი აცხადებს, რომ პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, ყირიმის რუსეთის ტერიტორიად აღიარების საკითხს აუცილებლად განიხილავს.


ტელეკომპანია "ეიბისისთან" ინტერვიუში ტრამპმა განაცხადა, რომ მოსკოვთან ურთიერთობების ნორმალიზების მომხრეა.


ტრამპის განცხადებას უკრაინაში მწვავე რეაქცია მოჰყვა. უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა, მილიარდერის გამონათქვამს სამარცხვინო უწოდა.


არსენ ავაკოვის თქმით, ტრამპი საშიშია, როგორც უკრაინისთვის, ისე აშშ-ისთვის.


ყირიმის ნახევარკუნძულის უკანონო ანექსია რუსეთმა 2016 წელს მოახდინა. ყირიმში ჩატარებული რეფერენდუმის ლეგიტიმურობას აშშ და სახელმწიფოების დიდი ნაწილი არ აღიარებს.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner