ექსპერტი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ეხმიანება ჩხოროწყუში საკრებულოს თავმჯდომარის არჩევას, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ შვიდივე წევრმა ხმა გიორგი გახარიას კანდიდატს მისცა.
„გახარიას სასწაული დუმილი აქვსო - მისმა „კოპიპასტმა“. გასაოცარიო. დღესაც, მდუმარების რეჟიმში, ჩხოროწყუში საკრებულოს თავმჯდომარის არჩევნებზე, იმ „ეშმაკებს“ შეეკრა, რომლებთანაც „კოჰაბიტაციაზე“ უბრალო მინიშნების შემთხვევაში - პროტესტის ნიშნად, პოლიტიკური სისხლიანი „ფაღარათი“ ემართებოდათ. დღეს როგორც იქნა - მდუმარემ და სექტანტებმა თავისი „ოჯახური“ ურთიერთობები ოფიციალურად გააფორმეს. ფაქტობრივად „ერთსექსიანთა“ პოლიტიკური ქორწინების ლეგალიზაციის ტოლფასი იყო. მაგრამ, მიუხედავად ამ შეწყვილებისა, „ჩასახვისას“ - ემბრიონი ვერ ჩამოყალიბდა. „ქართული ოცნების“ კანდიდატმა მაინც გაასწრო ერთი ხმით „just married“-ებს. ერთ კვირაში ხელახალ კენჭისყრაზე მხოლოდ „ოცნების“ წარმომადგენელი წარდგება. ხო...ისა - და ღირდა ამად?“ - წერს დავით ქართველიშვილი.