ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ჩხოროწყუს საკრებულოს დღევანდელ სხდომას, სადაც თავმჯდომარის არჩევის დროს „ნაცმოძრაობის“ შვიდივე წევრმა ხმა გიორგი გახარიას კანდიდატს მისცა
„ჩემს ქალაქში ყველაფერი მოსულა, აქ ჯამლეტამ ჯონდო დააორსულა“ - გახარიას პარტიამ დააორსულა ნაცები თუ პირიქით, როდესაც საკრებულოში თანამდებობების გადანაწილებაზე გარიგდნენ, ამას ცოტა ხანში ვნახავთ. მანამდე კი ვნახოთ, რა მეტამორფოზა განიცადა გახარიამ „მე თქვენ დაგასრულებთ“-დან „მე თქვენთან გავრიგდები“-მდე“, - წერს ზაალ ანჯაფარიძე Facebook-ზე.