logo_geo
eng_logo
ედიშერ გვენეტაძე: დაუყოვნებლივ უნდა მოიკვეთონ პოლიტიკიდან, ყველა პოლიტიკურად უკვე გაკოტრებული არამკითხე მოამბეები და უნდა მოვიდნენ ჭეშმარიტად ქვეყნის მსახურებაზე ორიენტირებულები
- +

9 დეკემბერი. 2021. 19:14

 

 

„ოღონდაც ხელისუფლებაში იყო და მურვან ყრუს, თემურ-ლენგს, შაჰ-აბასს, აღა-მაჰმად-ხანს უნდა შეეკრა (პუტინი რა სალაპარაკოა)“- ასე გამოეხმაურა ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე ჩხოროწყუს საკრებულოს სხდომას, სადაც თავმჯდომარის არჩევისას „ნაცმოძრაობის“ შვიდივე წევრმა ხმა გიორგი გახარიას კანდიდატს მისცა

 

“მოკლედ როგორც ვხედავ ქართულ ოპოზიციურ სპექტრში ისე, როგორც ამ ქალაქში ყველაფერი მოსულა!.. არც სინდისი არც ნამუსი არც კაცობა, არც ქალობა, არც ძმობა, არც პირიანობა, არც სიტყვიანობა, არც ვექსილი, არც ულვაში(ის კი არა რომ გამარჯობა მთლიანად მთელ ტანზე) არც არაფერი არ ფასობს! ოღონდაც ხელისუფლებაში იყო და მურვან ყრუს, თემურ-ლენგს, შაჰ-აბასს, აღა-მაჰმად-ხანს უნდა შეეკრა(პუტინი რა სალაპარაკოა)?!?!?!? რაც მელიამ ყოფილ პრემიერის პარტიაზე თქვა!(ალბათ აქვს ამის თქმის საშუალება. თუ არა და გამოვიდეს ის ვის პარტიაზეც თქვა მხარს ვუჭერ საკრებულოებშიო, უარყოს და თქვას ეს პროვოკაცია არისო!!!)! ამის შემდეგ რაზე უნდა ილაპარაკო! მხოლოდ ერთი მინდა ვთქვა! თუ ეს რეალური ქმედებებით დადასტურდა! მაშინ საზოგადოების მიერ დაუყოვნებლივ უნდა მოიკვეთონ პოლიტიკიდან, ყველა პოლიტიკურად უკვე გაკოტრებული არამკითხე მოამბეები და უნდა მოვიდნენ ჭეშმარიტად ქვეყნის მსახურებაზე ორიენტირებულები! ეს უკვე მარაზმიც არაა, ეს კ ა ტ ა ს ტ რ ო ფ ა ა!”- წერს ედიშერ გვენეტაძე Facebook-ზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner