logo_geo
eng_logo
ლევან ნიკოლეიშვილი: ადამიანი, რომელიც მელიას არ დაჭერის გამო პრემიერობიდან გადადგა, „ნაცების“ სასარგებლოდ მერობის კანდიდატად თავი დააყენა, დღეს კი ჩხოროწყუში მისი პარტიის წევრს „ნაცმოძრაობის“ 7 წევრმა მისცა ხმა
- +

9 დეკემბერი. 2021. 19:15

 

 

,,თუ ასე სცემდით პატივს ერთმანეთს, ან მელია რას იჭიმებოდა პარლამენტთან, არ იცოდა შინაგან საქმეთა მინისტრი რომ გახარია იყო, ან გახარია რას ალეწავდა თავ-თვალს მომიტინგეებს არ იცოდა, რომ მელია იყო მიტინგის ლიდერი?! შეიძლება კი იცოდნენ მაგრამ... ისე, ორივე პარტიის რიგით, ჩვეულებრივ მხარდამჭერებს ვეკითხები, მოგწონთ გახარიას და მელიას თანამშრომლობა?’’ - ასე ეხმიანება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი ჩხოროწყუს საკრებულოს სხდომას, რომელზეც თავმჯდომარის არჩევისას „ნაცმოძრაობის“ შვიდივე წევრმა ხმა გახარიას კანდიდატს მისცა.

 

,, გახარია, რომ პირველად გავაკრიტიკე, მახსოვს რამდენი ვინმე შემომივარდა ფეისბუქზე ლანძღვა-გინებით, არიქა და რას ამბობ, ეგ არის ვინც „ნაციონალებს“ დაასრულებსო თუ დაამთავრებსო... ახლა ვინაა, პოლიტიკურად ბეცი მე თუ თქვენ? თუ პოლიტიკაში ყველაფერი მოსულა?

არადა არ მოსულა- ადამიანი, რომელიც მელიას არ დაჭერის გამო პრემიერობიდან გადადგა, შესაფერისი დრო და ადგილი არ არისო, მერე „ნაცების“ სასარგებლოდ მერობის კანდიდატად თავის თავი დააყენა, დღეს კი ჩხოროწყუში მისი პარტიის წევრს 7 „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა მისცა ხმა... გუშინ კი მელიაც გახარიასთან თანამშრომლობაზე საუბრობდა...

თუ ასე სცემდით პატივს ერთმანეთს, ან მელია რას იჭიმებოდა პარლამენტთან,არ იცოდა შინაგან საქმეთა მინისტრი რომ გახარია იყო, ან გახარია რას ალეწავდა თავ-თვალს მომიტინგეებს არ იცოდა, რომ მელია იყო მიტინგის ლიდერი?! შეიძლება კი იცოდნენ მაგრამ... ისე, ორივე პარტიის რიგით, ჩვეულებრივ მხარდამჭერებს ვეკითხები, მოგწონთ გახარიას და მელიას თანამშრომლობა? სულ ცოტა მაინც არ გეხამუშებათ, არ "გიტყდებათ"? ოღონდ არ მითხრათ პოლიტიკაში ყველაფერი მოსულაო, არ მოსულა, არა, მით უმეტეს ყველაფერი არ მოსულა, მაგას სხვა რამე ჰქვია და პოლიტიკა კი ნაღდად არა!

p.s. ჩემო მაგინებლებო და შემგინებლებო, მაწყევარო ძუძუმწოვრებო:

  1. არ გიპასუხებთ, იმიტომ რომ თქვენსავით დაბალ დონეზე ვერ დავეშვები;
  2. ვინც ბოტები და ტროლები ხართ, თქვენი გაჭირვება გყოფნით და მე რაღა უნდა გიყოთ;
  3. ვინც ცნობილია(სხვადასხვა რამითაც) და კაცი რომ ჰგონია თავი, თავის დროზე პირადად ავუხსნი(ვინ კარგად მიცნობს, იცის რომ აუცილებლად ავუხსნი!), რომ არაკაცია, არ მეჩქარება, მოვა მაგის დროც.’’ - წერს ნიკოლეიშვილი facebook - ზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner