„თქვენ ხართ კრიტიკული მედია? თქვენ ხართ აღვირახსნილები“, – ასე უპასუხა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ტელეკომპანია „პირველის“ ჟურნალისტის შეკითხვას, რატომ არ ეძლევათ კრიტიკული მედიის წარმომადგენლებს მის ბრიფინგებზე დასწრებისა და კითხვების დასმის შესაძლებლობა.
8 დეკემბერს კულტურის სამინისტროში თეა წულუკიანმა ბრიფინგი გამართა, სადაც ტელეკომპანია „პირველის“ ჟურნალისტები არ დაუშვეს.