logo_geo
eng_logo
ბონდო მძინარაშვილი: ამათთან შერიგება როგორ შეიძლება?! არცერთი სინანულს არ განიცდის იმ 9 წლის განმავლობაში დატრიალებული საშინელებების გამო
- +

9 დეკემბერი. 2021. 19:51

 

„სააკაშვილიც და მისი სექტაც არიან პოლიტიკური ვამპირები და მანიაკები! ამათთან შერიგება როგორ შეიძლება?! არცერთი სინანულს არ განიცდის იმ 9 წლის განმავლობაში დატრიალებული საშინელებების გამო. არცერთი!“, - ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი, ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

 

„წარმოიდგინეთ, მეუფე ნიკოლოზმა თქვა, დავიწყებული ცოდვებიც მიეტევაო, რადგან შვიდგზის ზეთისცხება ჩაუტარა. თუ სააკაშვილი არაფერს ნანობს, შვიდგზის ზეთი რატომ სცხო, ჭრაჭუნობდა?!

სააკაშვილი არის სამკურნალო. მისმა პირადმა ექიმმაც თქვა, რომ ასეთი ავადმყოფი 100 წელი არ ჰყოლიათ. მთელი უბედურება ის არის, რომ როგორც 9 წლის მანძილზე საქართველოს ბიუჯეტის ხარჯზე იბაირამა, ახლაც ბიუჯეტს მოუწევს მისი მკურნალობის ხარჯების დაფარვა, რადგან პენიტენციური დაწესებულების ბინადარია. თან იმკურნალებს, თან სასჯელის მოხდაში ჩაეთვლება. მაგრამ აქ უკვე მეორე უბედურება მოხდება - მკურნალობა შედეგს არ გამოიღებს და ეს ფულიც წყალში ჩაიყრება.

ბონდო მძინარაშვილი სტუმრად "ალტ-ინფოს" გადაცემაში "დღის კომენტარი".

გადაცემას უძღვება Marika Kublashvili დიდი მადლობა.

8 დეკემბერი, 2021 წელი“, - წერს მძინარაშვილი და ვიდეოს აქვეყნებს.

 

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner