logo_geo
eng_logo
ტექინსპექტირებისას გამონაბოლქვის კონტროლის გამკაცრება გადავადდა
- +

9 დეკემბერი. 2021. 20:05

 

ცვლილებები, რომლებიც ავტომობილის ტექნიკური ინსპექტირებისას გამონაბოლქვის კონტროლის გამკაცრებას გულისხმობდა, 2022 წლის იანვრიდან აღარ ამოქმედდება. საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილება საკანონმდებლო მაცნეზე უკვე გამოქვეყნდა.

 

კერძოდ, საქმე ეხება ავტომობილის გამონაბოლქვში CO-ს დასაშვებ დოზას, რომელიც ამჟამად მთლიანი მოცულობის მაქსიმუმ 0.6%-ს შეადგენს. 2022 წლის პირველი იანვრიდან ეს მაჩვენებელი 0.5% (ძრავის უქმ სვლაზე) და 0.3% (ძრავის უქმ სვლაზე მაღალი ბრუნთა რიცხვით) უნდა გამხდარიყო. თუმცა, მთავრობის გადაწყვეტილებით:

 

2021 წლის პირველი იანვრიდან 2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით განხორციელებული ტექნიკური ინსპექტირებისას გამოიყენება შემდეგი კოეფიციენტი: ძრავის უქმ სვლაზე – 0.6% და ძრავის უქმ სვლაზე მაღალი ბრუნთა რიცხვით (არანაკლებ 2 000 ბრ/წთ-ისა) – 0.6%;

 

2023 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით განხორციელებული ტექნიკური ინსპექტირებისას გამოიყენება შემდეგი კოეფიციენტი: ძრავის უქმ სვლაზე – 0,55% და ძრავის უქმ სვლაზე მაღალი ბრუნთა რიცხვით (არანაკლებ 2 000 ბრ/წთ-ისა) – 0.55%.

 

2024 წლის პირველი იანვრიდან 2024 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით განხორციელებული ტექნიკური ინსპექტირებისას გამოიყენება შემდეგი კოეფიციენტი: ძრავის უქმ სვლაზე – 0,5% და ძრავის უქმ სვლაზე მაღალი ბრუნთა რიცხვით (არანაკლებ 2 000 ბრ/წთ-ისა) – 0.5%;

 

2025 წლის პირველი იანვრის შემდგომ განხორციელებული ტექნიკური ინსპექტირებისას გამოიყენება შემდეგი კოეფიციენტი: ძრავის უქმ სვლაზე – 0,5% და ძრავის უქმ სვლაზე მაღალი ბრუნთა რიცხვით (არანაკლებ 2 000 ბრ/წთ-ისა) – 0.3%.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner