„ახალი მინისტრების დასახელება თავიდან ბოლომდე პრემიერ-მინისტრის პრეროგატივაა", - ამის შესახებ ჟუნრალისტებთან საუბრისას ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა. მისი თქმით, გარკვეულ კანდიდატებზე კონსულტაციები უკვე მიმდინარეობს.
„კონსულტაციები მინისტრობის კანდიდატებზე, რა თქმა უნდა, მიმდინარეობს, თუმცა ამ კანდიდატების დასახელება არის მხოლოდ პრემიერ-მინისტრის პრეროგატივა და მე ვფიქრობ, რომ არავინ არ უნდა დავასწროთ მას ამის გაცხადება",-აღნიშნა დავით სერგეენკომ.
სერგეენკოს თქმით, იგი ფლობს სხვადასხვა სახის ინფორმაციას, თუმცა ახალი მინისტრების საზოგადოებისათვის გაცნობას პრემიერ-მინისტრს ვერ დაასწრებს.
მისივე განმარტებით, გიორგი კვირიკაშვილი უახლოეს მომავალში დაასახელებს მათ ვინაობას.