logo_geo
eng_logo
დავით სერგეენკო: პრემიერ-მინისტრს ახალი მინისტრების დასახელება არავინ არ უნდა დავასწროთ
- +

1 აგვისტო. 2016. 14:24


„ახალი მინისტრების დასახელება თავიდან ბოლომდე პრემიერ-მინისტრის პრეროგატივაა", -  ამის შესახებ ჟუნრალისტებთან საუბრისას ჯანდაცვის მინისტრმა დავით  სერგეენკომ განაცხადა. მისი თქმით, გარკვეულ კანდიდატებზე კონსულტაციები უკვე მიმდინარეობს.

 

„კონსულტაციები მინისტრობის კანდიდატებზე, რა თქმა უნდა, მიმდინარეობს, თუმცა ამ კანდიდატების დასახელება არის მხოლოდ პრემიერ-მინისტრის პრეროგატივა და მე ვფიქრობ, რომ არავინ არ უნდა დავასწროთ მას ამის გაცხადება",-აღნიშნა დავით სერგეენკომ.

 

სერგეენკოს თქმით, იგი ფლობს სხვადასხვა სახის ინფორმაციას, თუმცა ახალი მინისტრების საზოგადოებისათვის გაცნობას პრემიერ-მინისტრს ვერ დაასწრებს.


მისივე განმარტებით, გიორგი კვირიკაშვილი უახლოეს მომავალში დაასახელებს მათ ვინაობას.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner