რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სირიის პროვინცია იდლიბში, რუსული ვერტმფრენი "მი-8" ჩამოაგდეს.
„პირველ აგვისტოს, იდლიბის პროვინციაში გახსნილი ცეცხლის შედეგად ჩამოგდებულ იქნა რუსეთის სამხედრო-სატრანსპორტო ვერტმფრენი "მი-8", რომელიც ალეპოში ჰუმანიტარული დახმარების ჩატანის შემდეგ ჰმეიმის ბაზაზე ბრუნდებოდა",- ნათქვამია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.
ბორტზე მყოფი ეკიპაჟის სამი წევრის და ორი ოფიცრის თაობაზე დამატებითი ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.