„მიშა სააკაშვილის რეფორმების ცენტრი ბიუჯეტიდან არ ფინანსდება და უცნობია, საიდან იღებს ის ხელფასს“, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა, ტარას ბერეზოვეციმ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.
მისი თქმით, ასევე უცნობია, რამდენი ადამიან მუშაობს ამ ცენტრში.
„იყო მოთხოვნები, საშტატო განრიგის მოწოდებაზე, რამდენი ადამიანი მუშაობს ცენტრში. არც ცენტრის დაფინანსებისა და არც თანამშრომელთა რაოდენობა არასდროს იყო ცნობილი. ეს [მიხეილ სააკაშვილი] არის ადამიანი ორკესტრის მსგავსი მექანიზმით - ერთი ადამიანი წარმოადგენს ყველაფერს. რომელიმე უკრაინელ დეპუტატს თუ ჰკითხავ ვინ არის რეფორმების ოფისში, იტყვიან მიხეილ სააკაშვილი, კიდევ სხვა ვინ მუშაობს ან საერთოდ თუ მუშაობს არავინ იცის“, - განაცხადა პოლიტოლოგმა.